განვადება — ბანკების პირობები
განვადებაზე პროცენტს ხშირად მაღაზია ფარავს, ამიტომ ბანკების უმეტესობა საიტზე განაკვეთს არ წერს. აქ შეგიძლიათ შეადაროთ ის, რაც ნამდვილად ქვეყნდება — თანხა, ვადა, დაფინანსების წილი და საკომისიო.
გაანგარიშება Bank of Georgia-ის გამოქვეყნებული 26% ეფექტური განაკვეთით.
თანხა
15 000 ₾-მდე
ვადა
3–48 თვე
დაფინანსება
—
საკომისიო
გაცემის საკომისიო 2%, მინ. 1 ₾
მინიმალური შემოსავალი 200 ₾ · ასაკი 18–70 წელი
თანხა
100–15 000 ₾
ვადა
3–48 თვე
დაფინანსება
—
საკომისიო
—
განაკვეთი გვერდზე არ ქვეყნდება — დამოკიდებულია მაღაზიაზე
თანხა
1 000–300 000 ₾
ვადა
1–72 თვე
დაფინანსება
80%-მდე
საკომისიო
—
განაკვეთი გვერდზე არ ქვეყნდება — დამოკიდებულია ავტოსალონზე
მონაცემები ბანკების საჯარო გვერდებიდან, შემოწმებულია 2026-09-19. „არ ქვეყნდება“ ნიშნავს, რომ ბანკი განაკვეთს საიტზე არ წერს — ის მაღაზიაზეა დამოკიდებული.
თუ მაღაზია პროცენტს არ ფარავს, განვადება ჩვეულებრივ სესხზე ძვირი გამოდის. შეადარე სამომხმარებლო სესხის განაკვეთები →
განვადება საქართველოში — როგორ მუშაობს
განვადება კონკრეტული ნივთის შესაძენად გაიცემა და მაღაზიაში ფორმდება. „0%-იანი განვადება“ ნიშნავს, რომ პროცენტს მაღაზია ფარავს თქვენ ნაცვლად — ბანკი თავის სარგებელს მაინც იღებს.
სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ ბანკების საიტებზე განვადების ერთ ფიქსირებულ განაკვეთს: ის ყოველ მაღაზიასთან განსხვავებულია. ჩვენს ცხრილში მხოლოდ ის ციფრებია, რაც ბანკი თავად აქვეყნებს — დანარჩენს „არ ქვეყნდება“ უწერია.
სანამ განვადებას აიღებდეთ, შეადარეთ სამომხმარებლო სესხის განაკვეთებს — ხშირად უფრო იაფია, თუ მაღაზია პროცენტს არ ფარავს.


